მეცხრე დღე იყო ჩვენი ნამუშევრების წარდგენის დღე, თითოეულმა წარვადგინეთ
განვიხილეთ და ვიმსჯელეთ პრეზენტაციაზე რაც ძალიან სასიამოვნო იყო რადგან თითოეული დღის ნასწავლი და ნამუშევრები დაგვიფასდა.
Sunday, December 13, 2015
დღე მერვე
დღეს თითქმის დავასრულეთ პროექტზე მუშაობა. წარვუდგინე ჩვენს ტრენერს პრეზენტაცია, მოვისმინე უკუკავშირი რითაც საკმაოდ კმაყოფილი ვარ. აქედან გამომდინარე უნდა შევასრულო სხვა დავალებები რომლებზეც მივიღე დეტალური ინფორმაცია, ვფიქრობ გავართმევ თავს და შევასრულებ მოცემულ დავალებებს.
Saturday, December 12, 2015
დღე მეშვიდე
საკმაოდ კარგი და ინფორმაციის მომცველი დღე იყო რადგან მივიღე უკუკავშირი ჩემს მიერ მომზადებულ პრეზენტაციაზე. ვისწავლეთ მთავარი და უმთავრესი საკითხი: მოსწავლის სავარაუდო შეფასება პროექტის მუშაობასთან დაკავშირებით, ვისწავლე როგორ უნდა გავაკეთო შეფასების რუბრიკა ჩემს პროექტზე . ასევე ვისწავლე ბლოგზე ფონის შეცვლა, საქაღალდის ჩაშენება, მიბმა და ასე შემდეგ რაც აქამდე არ ვიცოდი.
Sunday, December 6, 2015
დღე მეექვსე
საკმაოდ კარგი და ნაყოფიერ დღე იყო რადგან ისეთი რაღაცეები ვისწავლე რაც გამომადგება პირადად ჩემი პროერქტის მომზადებაში, ასე თუ ისე ვიცოდი პოვერ პოინტი მაგრამ დღეს ვისწავლე ხმის დადება. ვიდეოს დადება რაც არ ვიცოდი ამ დრომდე. კმაყოფილი ვარ რადგან დავალება მაქვს ზუსტად ამ ფორმატში გასაკეთებელი და მიხარია რომ ვისწავლე და მომეცემა მისი პრაკტიკაში განხორციელება
Saturday, December 5, 2015
დღე მეხუთე
დღევანდელი დღე საკმაოდ პროდუქტიული და საკმაოდ ნაყოფიერი იყო, რადგან ვისწავლეთ და ჩამოვაყალიბეთ თუ რა არის უკუკავშირი, ვისწავლეთ კონკრეტულად თუ რას ნიშნავდა თითოეული ბლოგი, ვისწავლე ინტერნეტიდან მოძრავი სურათებისა და ფილმების გადმოწერა. ვისწავლეთ ურთიერთთანამშრომლობა ნეტის საშუალებით, რაც სახალისო და ამავდროულად საინტერესო იყო. ძალიან კმაყოფილი და გათვიცნობიერებული მივდივარ სახლში